воскресенье, 10 сентября 2017 г.

ტრენინგის  9 დღე

გავიარე  ინტელის  ძირითადი  კურსი,ვისწავლე  როგორ  შევმნა  ტექნოლოგიებით  გამდიდრებული სასწავლო პროექტი.
გავეცანით  პროექტის  მოთხოვნებს.განვიხილეთსასწავლო  პროექტის  გეგმაში:  თემის  მონახაზი,შეფასების  გეგმა,სასწავლო  თემისთვის  საჭირო  მასალები და სხვა....ავირჩიეთ  თემა.  მოვიფიქრე და  გავაანალიზე  მიმართულების  მიმცემი  კითხვები,რესურსების  გაცნობის  შემდეგ  შევქმენი  პროექტის  ბროშურა  და  მოსწავლის  ნიმუში. განვიხილეთ  დიფერენცირებული  სწავლება'რაც  დაგვეხმარება  მოსწავლეზე  ორიენტირებულ  სწავლებაზე.გავეცანით  ფასილიტაციის  რესურსს.
   ტრენინგის  ბოლო  დღეს  ჯგუფის წევრებმა  წარმოვადგინეთ  ჩვენი  სასწავლო  პროექტების  პრეზენტაცია.გამოვაქვეყნეთ  ელ-პორტფოლიოები დაგავაკეთეთ  რეფლექსია. ვითანამშრომლებთ  კოლეგებთან და  აქტიურად  ვიმუშავებთ ჩვენს  ვებ -  გვერდებზე.
  ტრენინგი  იყო  საინტერესო  და  მნიშვნელოვანი  ჩემი  მომავალი  საქმიანობისათვის.  ვისწავლე  ბევრი  თეორიული  და  პრაქტიკული  უნარ-ჩვევები. ამ  ტრენინგში  მონაწილეობამ  მომცა  მოტივაცია  ტექნოლოგიების  დახმარებით გავაუმჯობესო  სწავლის  პროცესი.როგორ  შეიძლება  თემის  შესწავლა  უფრო  საინტერესოდ  და  სიღრმისეულად.როგორ  ჩავრთო  ყველა  მოსწავლე  სწავლა-სწავლების  პროცესში  მათი  შესაძლებლობების  გათვალისწინებით. როგორ  განუვითარო 21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევები.
  დიდი  მადლობა  ჩვენს  ენერგიულ  ტრენერს  დიანა  მიქაძეს  დაუღალავი  შრომისათვის.







ტრენინგის   8  დღე

  გავეცანით  სპეციალური  საჭიროების  მქონე  მოსწავლეებთან  მუშაობის  სხვადასხვა  ფორმებს. განვიხილეთ  საკითხები მათი ჯგუფებში  ჩართვის  გასააქტიურებლად.ვნახეთ გეგმების  ნიმუშები.ვისაუბრეთ  ბლუმის  ტაქსონომიაზე.არაქართულენოვან  და  ნიჭირ  ბავშვებზე  მორგებული  გეგმები.ბლოგზე  ავტვირთეთ პრეზენტაციები.
ტრენინგის  7  დღე
     
კიდევ  ერთი საინტერესო  და  საქმიანი  დღე.    შევისწავლეთ მე- 5, მე- 6და მე-7  მოდულები გავეცანით  შეფასებების სხვადასხვა ფორმებს,ვისწავლეთ  ჩეკლისტისა და  რუბრიკის  შექმნა, ფასილიტაცია,  ცვლილებები შევიტანეთ საქაღაალდეებში.მადლობა ენერგიულ ტრენერს ქ-ტ დიანას.
ტრენინგის 6  დღე
      დღეს ტრენინგიკიდევ უფრო საქმიანი და  საინტერესო  იყო.ვისწავლეტ  საავტორო  უფლებების  დაცვის  წესები,ბმულების  ჩასმა.მოვირგე მოსწავლის როლი,შევქმენი ელექტრონული ფორმატი,სავარაუდო ნიმუში.
ტრენინგის 5  დღე
ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეილება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესში.გავაკეთეთ პრეზენტაცია,გავუზიარეთ ჯგუფს-გავაკეთეთ ბროშურა.გავცანით საავტორო  უფლებების  დაცვის  წესებს.შევისწავლეთ   ინფორმაციის  მოძიების  მარტივი  გზა.  ყოველი  დღე  უფრო  საინტერესოა.ამისათვის  მადლობა   ქ-ტ დიანას.
ტრენინგის4დღე
კიდევ ერთი საინტერესო და  ნაყოფერი დღე. ბლოგზე სურათების  ჩასმა,  ბლოგის ფონის  შეცვლა.ე.ს.გ.სტანდარტების ნახვა,  გადმოწერა და  ჩასმა  სასწავლო პროექტში. 
ტრენინგის 3 დღე

დღევანდელი დღე  კიდევ  უფრო  საინტერესო  იყო.  შევისწავლეთ პროექტის დაგეგმვა,სტანდარტებისა და მიზნების განსაზღვრა.განახლეული ბლუმის  ტაქსონომია.მიმართულების  მიმეცმი  კითხვები.ვისწავლეთ მაკრატლის  გამოყენება სურათების  ამოჭრა  და  ბლოგზე  ჩასმა.
სასიამოვნოა ქ-ტ  დიანასთან  ურთიერთობა.

                                                                       
ტრენინგის  2  დღე

    სასიამოვნო  და საინტერესო  კიდევ  ერთი  დღე,შევქმენი  BLOGGER-ი.გავეცანით    პროექტების მოთხოვნებს,   ბროშურების  გაკეთებას.მადლობა  ქ-ნ  დიანას.


ტრენინგის 1 დღე

დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის  საინტერესო  და  სასიამოვნო აღმოჩნდა. პროექტტზე  მუშაობის  შესახებ  ცოტა  რამ  ვიცოდი, დღეს  კი  უფრო  კარგად გავიგე.გავეცანით საქაღალდეების  დალაგების და შენახვის პრინციპს. ასევე  გავეცანით  ელექტრონულ  წიგნზე  მუშაობის  წესებს. ტრენერი საინტერესოდ და გასაგებად  გვიხსნიდა ყველა  ნიუანსს. ვფიქრობ  შემდეგში კიდევ  უფრო საინტერესო  დღეები გველოდება.